ესეც მორიგი სიახლე გახლავთ, "გაქცევის" მსახიობებმა და რეჟისორებმა ამ კვირიდან დაიწყეს მე-4 სეზონის გადაღება.ისინი გვპირდებიან რომ მალე გამოვა გაქცევის ახალი სერიები. ამ ამბავმა ძალიან გაახარა სერიალის ფანები, თუმცა ეს ჯერ კიდევ არაფერია. რამდენიმე დღის წინ ვენტვორტ მილერმა განაცხადა, რომ მას და სერიალის მთავარ გმირებს, პროდიუსერებთან "გაქცევის" შვიდი სეზონის გადაღებებზე აქვთ ხელშეკრულება დადებული. BBC-სთან ინტერვიუში ვენტვორტმა ისიც განაცხადა, რომ მაყურებელი ამჯერად მაიკლის შავ-ბნელი საქმეების მომსწრეც გახდება.