- მე-4 სეზონში რამდენი სერია იქნება?
- 22.
- მაინც რატომ დაგაწყვიტეთ სერიალში სარას დაბრუნება?
- მას შემდეგ რაც სარა ''მოკვდა'', ფანებისგან ათასობით წერილი მოგვდიოდა.ამის მიუხედავად სარას გამოჩენის მთავარი მიზეზი სერიალში ინტრიგის შემოტანა გახლდათ.ჩვენ შეგვეძლო ეს მესამე სეძონშივე გაგვეკეთებინა, მაგრამ გადავწყვიტეთ მე-4 სეზონი ''ბომბად'' გვექცია.
- რა რეაქცია ჰქონდათ ამაზე სარასა და ვენტვორტს?
- ვენტვორტი ამ დროს საზღვარგარეთ იმყოფებოდა და ეს ამბავი ელექტრონული წერილის საშუალებით შევატყობინე, ასე რომ მისი ღრიალი არ გამიგია, თუმცა როგორც ვიცი, ძალიან გაუხარდა. რაც შეეხება სარას, მას ამის შესახებ თავად ვაცნობე და საკუთარი თვალით ვნახე მისი გაბრწყინებული და გახარებული სახე.
- მე-3 სეზონის ბოლოს მაიკლი ამბობდა, რომ სარას მკვლელობის გამო შურს იძიებდა. მე-4 სეზონში მისი გეგმები შეიცვლება?
- კი მისი გეგმები აშკარად შეიცვლება. ეს სეზონი ძირითადად საიდუმლოების ამოხსნაზე იქნება აგებული. ამჯერად სარა და მაიკლი სულ ერთად იქნებიან.
- ამბობენ, რომ ანალოგიური სერიალის გადაღებას ქალების ციხეზეც აპირებთ...
- ეს სრული სიმართლეა, თუმცა ამჯერად მთელი ჩემი ყურადღება მთლიანად მეოთხე სეზონისკენ არის კონცენტრირებული.