პაოლო მალდინიმ ცოტა ხნის წინ მილანში სრულ რევოლუციაზე წინააღმდეგობა გამოთქვა და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ მილანი - ოჯახია და 20 წლის როსონერის მიღწევები არ უნდა განადგურდეს. ყველაფერი რაციონალურად უნდა გაკეთდეს. ახლა კი, როგორც ლა გაზეტა იუწყება, როსონერის მუდმივ კაპიტანს ფეხბურთის თამაში კიდევ ერთი წლით უნდა. "ყველა ჩემს გარშემო კიდევ ერთი სეზონით დარჩენას მთხოვს. ერთ დროს თამაში ძალიან მიჭირდა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად მაქვს, და მარცხენა მცველადაც ვთამაშობ". "გალიანის და ბერლუსკონისაც უნდათ, რომ კარიერა გავაგრძელო. ადრიანომ ეს პირადად მითხრა, პრეზიდენტთან კი ჯერ არ მილაპარაკია. ნებისმიერ შემთხვევაში, ზაფხულში ყველაფერი ცხადი გახდება".